შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ აბონენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმში, რაც გულისხმობს შემდეგს:
1. დისტანციური მუშაობის პერიოდის განმავლობაში შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ ოფისი იქნება დაკეტილი და ყველა კომუნიკაცია განხორციელდება ტელეფონით 2550055 და ელ. ფოსტით cdn@cdn.ge ;
2. კომპანიის ოპერატორები 24 საათის განმავლობაში უპასუხებენ სატელეფონო ზარებს ნომერზე 2550055 და საჭიროების შემთხვევაში გადართავენ ზარს შესაბამის სამსახურებზე;
3. ტექნიკური მომსახურების ჯგუფი იმყოფება სამორიგეო რეჟიმში და ავარიული გამოძახების შემთხვევაში მზად არის გავიდეს ობიექტზე;
4. ვითვალისწინებთ რა კავშირგაბმულობის საშუალებებზე გაზრდილ მოთხოვნებს, მომსახურების მიწოდება გაგრძელდება უწყვეტად 24 საათის განმავლობაში;
5. პატივცემულო აბონენტებო, ნებისმიერი შეკითხვა ან მოთხოვნა, რომელიც შეიძლება აღგეძრათ მომსახურების მიღების პროცესში, გთხოვთ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე; cdn@cdn.ge - თქვენ აუცილებლად დაგიკავშირდებათ კომპანიის თანამშრომელი.
პატივისცემით,
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ ადმინისტრაცია.